მაკა

“ჩემი კამბოს გამოცდილებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, პირველმა ცერემონიამ უფრო მსუბუქად, სწრაფად და მარტივად ჩაიარა, შემდეგი ორი დღის განმავლობაში გონება ძალიან მსუბუქად მუშაობდა და ძალიან დამეხმარა ძველი ნივთების გადაყრაში, რომლებსაც წლები ვერ ვიმეტებდი გადასაგდებად, ისეთებსაც კი, რომელსაც არასდროს გამოვიყენებდი. სხეულებრივმა განწმენდამ ჩემს კარადებშიც გადაინაცვლა და ჩემდაუნებურად მაპოვნინა ძალა მარტივად დავმშვიდობებოდი ბევრ ძველ, უსარგებლო ნივთს და იდეას. 

მეორე კამბო დროში უფრო გაიწელა და უშუალოდ პროცესიც უფრო რთული და უსიამოვნო იყო, რადგან ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტული მიზანიც დავაყოლე წამალს – უარი მეთქვა სიზარმაცეზე, გამეშვა მოდუნება და უენერგიობა საკუთარი სხეულიდან და მიმეცა მეტი სივრცე მოძრაობისთვის. პირველმა გამოცდილებამ მომცა საშუალება მეორე ცერემონიაზე უფრო მეტად გააზრებული მქონოდა მიზანი და სურვილები, რომელსაც ვგრძნობ რომ შედეგი ჰქონდა და ვცდილობ ამ გამოცდილების ადაპტაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ” 16 ოქტომბერი, 2019

ავტორი: ლელა მოსე

'დაე იყოს ბედნიერი ყველა ხილული თუ უხილავი'