ტრადიციული გამოყენება

კამბოს შესახებ ორი სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთი კაშინავას გადმოცემით, და მეორე მატსეს ხალხებში შემონახული. ეს ორი ტომი ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული პროცესითა და მიზნით იყენებს კამბოს. კაშინავას ხალხის გადმოცემით, შამანმა სახელად კამპ’უმ, აიაჰუასკას ჰკითხა რით განეკურნა მისი ხალხი, რომლებიც უცნობი სენით შეიქნენ ავად და იხოცებოდნენ. აიაჰუასკას მოგზაურობაში მას ასწავლეს როგორ შეეგროვებინა კამბოს სეკრეცია და განეკურნა მისი მეშვეობით დაავადებულები. კაშინავას ხალხში მკურნალები კამბოს დღემდე იყენებენ აიოჰუასკას რიტუალამდე მოსამზადებლად და გასაწმენდად.

მატსეს ხალხი კამბოს აკატეს ეძახის. ის როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსა და ბავშვებს უკეთდებოდათ. მატსეს ხალხი მონადირეობით ირჩენდა თავს სანამ სულ რამდენიმე ათწლეულის წინ პირველი კონტაქტი შედგებოდა ემიგრირებულ მოსახლეობასთან და უცხოელებთან. კამბო კეთდებოდა ნადირობის წინ სამი დღის განმავლობაში და გადმოცემის მიხედვით ის მონადირეებს ადამიანის სუნს აკარგინებდა, რის გამოც მათ ნადირთან მიახლოვება შეეძლოთ; აძლევდა ძალას, ამტანობას, შიმშილისა და წყურვილის მოთმენის უნარს. მატსესათვის ის მთავარი საშუალება იყო პანემის (ითარგმნება როგორც ცუდი ენერგია ან უიღბლობა) დასაძლევად. ქალებსა და ბავშვებს ის ავადმყოფობებისაგან დასაცავად უკეთდებოდათ. კამბო მატსესათვის ერთგვარი ვაქცინის ფუნქციას ასრულებდა.

რა არის კამბო (ინგლისურად)
რისთვის იყენებენ კამბოს (ინგლისურად)

კამბოს რიტუალი იავანავას ხალხში (ინგლისურად)

თანამედროვე მეცნიერება და კამბო

80-იან წლებში, ამერიკელი ჟურნალისტი პიტერ გორმანი პირველი (რაც ცნობილია დღეს) უცხოელი იყო ვისაც მატსეს ტომმა კამბო გაუზიარა. მან საკუთარი გამოცდილება წიგნში “საპო, ჩემ სულში” აღწერა. მას შემდეგ ინტერესი კამბოს მიმართ ნელ-ნელ გაიზარდა.

1985 წელს მეცნიერებისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, რომის უნივერსიტეტის მეცნიერმა ვიტორიო ესპამერმა კამბოს შემადგენლობის ანალიზი ჩაატარა და დაასკვნა რომ მის სეკრეციაში 70-მდე აქტიური პეპტიდი იყო, რომელსაც მრავალმხრივი სამეციდინო გამოყენება შეიძლება ჰქონოდა “(Esparmer et al.,). კამბოს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. შემადგენლობის გამო, ის პოტენციურად სასარგებლოა დეპრესიის, მიგრანების, სისხლის მიმოქცევის პრობლემის, შინაგანი ორგანოების, თვალისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ. წაიკითხეთ რას წერენ მეცნიერები აკადემიურ წყაროებში ამ გვერდზე.

მეცნიერული კვლევები

Authors: V. Erspamer, P. Melchiorri, G. Falconieri Erspamer, P.C. Montecucchi, R. de Castiglione,
Title: Phyllomedusa skin: A huge factory and store-house of a variety of active peptides Volume 6, Supplement 3, 1985, Pages 7-12, ISSN 0196-9781, Access to article

Authors: Vittorio Erspamer, Giuliana Falconieri Erspamer, Cinzia Severini, Rosa Luisa Potenza, Donatella Barra, Giuseppina Mignogna, Antonio Bianchi, Title: Pharmacological studies of ‘sapo’ from the frog Phyllomedusa bicolor skin: A drug used by the Peruvian Matses Indians in shamanic hunting practices, Toxicon, Volume 31, Issue 9, 1993, Pages 1099-1111, Access to article

სხვა წყაროები

Kambô: Scientific Research and Healing Treatments by Giovanni Lattanzi

Kambô, The Spirit of the Shaman by by Marcelo Bolshaw Gomes

Kambo: A Traditional Remedy by International Center for Ethnobotanical Education, Research and Service (ICEERS)