კამბო

კამბო, ძლიერი წამალია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს გათავისუფლდეს დაგროვილი უარყოფითი გამოცდილებისაგან და გაიაროს ძირეული ფიზიკური და ენერგეტიკული წმენდა.

კამბო სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის ტყეში მცხოვრები ხის გიგანტური ბაყაყია (ლათ: phyllomedusa bicolor). მის სეკრეციას ამერიდიანელი ხალხები წამლად, განსაკურებულ წამლად, იყენებენ. კამბოს ასევე უწოდებენ საპოს (sapo – ესპანურად გომბეშოს ნიშნავს), და აკატეს (მატსეს ხალხის მშობლიურ ენაზე).

დღეს, კამბოს იყენებენ როგორც ალტერნატიულ თერაპიას: ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის; ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ან სხვა დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლების, ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის დასაძლევად.

photo by Julio Garcia

კამბოს რიტუალი

სესია დაახლოებით 1-2 საათს გრძელდება და მოიცავს: წინასწარ მომზადებას, კანის დამუშავებას, წამლის დატანას და ღრმა წმენდას. კანზე წამალი დაიტანება ტამშით . პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანები შვებას გრძნობენ და მალევე აქვთ მოზღვავებული ენეგიის შეგრძნება.

როგორ შეიძლება კამბოს რიტუალის თბილისში გავლა?

კამბოს შეგროვება, სეკრეციას ბაყაყის კანის ზედაპირიდან აგროვებენ და ხის ფირფიტაზე აშრობენ
დონ რობინსონი იღებს წამალს, ის რბილ ნაჭერს იყენებს წვრილი თოკის ნაცვლად რომ ბაყაყი არ დააზიანოს.
რა არის კამბო (ინგლისურად)

კამბო ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული წამალია, რომელიც ადამიანს აძლევს გამბედაობას და ამტანობას საკუთარ თავს შეხედოს და საჭირო ცვლილებები გაატაროს. ის სულს უბრუნებს დაკარგულ ადამიანს.