გამოკვებე შენი დემონები (Feeding Your Demons®) არის მაჰაიანა ბუდიზმის მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს საკუთარ თავში მოახდინოს ‘უარყოფითი’ ენერგიის გარდაქმნა. დემონი – ამ კონტექსტში ნიშნავს ნებისმიერ (შინაგან) ძალას, რომელიც ადამიანს ხელს უშლის იყოს თავისუფალი; იქნება ეს შიში, ბრაზი, ეჭვიანობა, უნდობლობა, მიჯაჭვულობა, უკონტროლო დამოკიდებულება თუ სხვა. დემონის ასეთი გაგება განსხვავდება ქრისტიანული, ან ზოგადად მიღებული განმარტებებისაგან, სადაც ის ბოროტ-ეშმაკეულ ძალასთან ასოცირდება. ამ მეთოდში, დემონი – არის ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში ვებრძვით, ვერ ვიღებთ, შედეგად ენერგიას გვართმევს და ტანჯვად აღვიქვამთ.

Feeding Your Demons® is a transformative practice based on Mahayana Buddist insights, shamanic roots, and western psychoanalytical methods. The method allows to work with parts of our psyche that causes us pain, which we struggle and fight with, or try to hide and escape from. A demon – is any inner or outer force that drains our energy and prevents us from being free and at peace with ourselves; this can be fear, anxiety, a particular event in our lives that we cannot forget, a problem in relationships, or certain patterns in our behaviour (substance additions, workaholism), low self-esteem, feeling guilty, ashamed, envious, proud, too good, or never good enough. The way we use the word demon has little to do with how it is understood in the Christian religions. It is not a fallen god, but any inner struggle that, as much as we try to fee ourselves from, only grows.

მეთოდი შექმნა ლამა ცულტრიმ ალიონემ (Lama Tsultrim Allione), რომელიც აღიარებულია მეთერთმეტე საუკუნის ცნობილი იოგინის მაჩიგ ლაბდრონის მემკვიდრეობის გამგრძელებლად (განსახიარებად). ამ მეთოდის მიზანია, უარყოფითად აღქმული ენერგიის ტრანსფორმაცია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვენი დემონების – ჩვენივე მოკავშირეებად გადაქცევა. როდესაც პრობლემას, რომელიც მთელ ძალას გვართმევს გარდავქმნით – უსაზღვრო ენერგია თავისუფლდება და ის რესურსი რაც საკუთარ თავთან ბრძოლაში იხარჯებოდა, შეგვიძლია ჩვენი და ჩვენი ახლობლების კეთილდღეობისათვის ქმედებაში გადავიტანოთ. სხვა მეთოდებისაგან გასხვავებით “გამოკვებე შენი დემონები” არის ნელი და ძირეული პროცესი, რომელიც სიმპტომების სწრაფ გაქრობაზე არ არის ორიენტირებული, არამედ ღრმა ცვლილებისაკენ არის მიმართული.

ლამა ცულტრიმ ალიონე Lama Tsultrim Allione

The method was developed by Lama Tustrim Allione, respected Buddist teacher who is recognized as an emenation of 11th centruy yogini Machig Labdron. Feeding Your Demons® is therapeutic as well as a spiritual practice. It is therapeutic because it integrates western psychotherapeutic methods (a modified version of an empty chair dialogue from Gestalt Psychology; the principle of shadow from analytical psychology). It is spiritual because it is imbued with the Buddhist philosophy, and its understanding of the Self is rooted in the Heart Sutra (Prajnaparamita). However, you do not need to be a Buddist to practice this method and benefit from it. Through this method, you can work with the aspects of your psyche and life that are troublesome to you, primarily fears, anxieties, psychological blockages, destructive behaviours and relationships.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ამ მეთოდის ერთწლიან სერტიფიცირების კურსზე, ლამა ალიონეს, ლოპონ შარლოტე როტერდამელისა და პიტერ ოსტჰაუზენის მეთვალყურეობის ქვეშ. ტარა მანდალას ცენტრი ამისათვის სტიპენდიით დამეხმარა. ამ ეტაპზე სერტიფიცირების ბოლო საფეხურზე ვარ, და უფლება მაქვს პროცესი ცენტრის გარეთაც ჩავატარო.

მაჩიგ ლაბდრონი | Machig Labdron

I am a facilitator in training, in the process of being certified by Tara Mandala Center. For past year I have been undergoing trainning in this method with the authoritzed teachers of the Tara Mandala center; under the guidence of Lama Tsultim Allione, Lopon Charlotte Rotterdam and Pieter Oosthuizen. My training has been vigorous, and I have witnessed and experienced more than a hundred Feeding Your Demons® sessions.

ამ მეთოდთან, განსაკუთრებულად მოვხვდი. ალბათ, დავწერ ერთხელაც როგორ მოხდა, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა ვთქვა რომ ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სხვა ჰოლისტიკური პრაქტიკებისაგან განსხვავებით ეს მეთოდი ყინულის დნობასავით არის; ნელი, ძირეული, და გარდამსახველი. მისი ფილოსოფიაც განსაკუთრებულია, რადგან ბუდისტური სწავლების (მაჰაიანა ბუდიზმის პრაჯნია-პარამიტა სუტრას) და შამანური პრაქტიკის ნაზავია.