გაათავისუფლე შენი დემონები

Feeding Your Demons® – a method developed by Lama Tsultim Allione

ლამა ცულტრიმ ალიონეს მიერ შემუშავებულ 5 საფეხურიანი მეთოდი ეფუძნება ძველ ტიბეტურ სპირიტუალურ პრაქტიკას. კონკრეტულად მაჩიგ ლაბდრონის (Machig Labdrön), მე-11 საუკუნეში მცხოვრები იოგინის ტრადიციას.

“გაათავისუფლე (გამოკვებე, ასაზრდოვე, დააპურე, გარდაქმენი) შენი დემონები” არის ვიზუალიზაციის გამოყენებით მედიტაციური პრაქტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს საკუთარ თავში მოახდინოს ‘უარყოფითი’ ენერგიის გარდაქმნა. დემონი ამ კონტექსტში ნიშნავს ნებისმიერ შინაგან თუ გარეგან ძალას, რომელიც ადამიანს ხელს უშლის იყოს თავისუფალი; იქნება ეს შიში, ამპარტავნება, დაუოკებელი ნდომა/სურვილი, ბრაზი, ეჭვიანობა, უნდობლობა, დამოკიდებულება თუ სხვა.

ამ პრაქტიკის ინსტრუქცია უკვე რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. ქართულ ენაზე რესურსები ჯერ არ არსებობს, მაგრამ სურვლი მაქვს ისინი მალე გადავთარგმნო. 2021 წლის იანვრიდან ამ პრაქტიკის გაზიარების უფლება მექნება ლამა ალიონესაგან. მანამდე ნახეთ ლამა ცულტრიმ ალიონეს ვებ გვერდი.

იოგინი მაჩიგ ლაბდრონი (11 საუკუნე)

რაპეს ნაირსახეობები

კაშინავას კუმარუ – ძლიერი, ინტენსიური, მუქი რაპე, რომელიც შეიცავს ხე კუმარუ მერქანს და თამბაქოს. იწვევს ხანმოკლე ტრანსის მდგომარეობას და ძლიერ წმენდას. წყარო: კაშინავა (იგივე ჰუნი-კუი) მკვიდრი მოსახლეობა ერთ-ერთი დიდი აბორიგენი ტომია, რომელიც გადარჩენილი აბორიგენი მოსახლეობის 42%-ს შეადგენს პერუში. რაპეს კაშინავა ცერემონიისათვის იყენებენ, ბუნების (ჯუნგლის) სულებთან კავშირის საგრძნობლად, გონების გასაწმენდად. კაშინავასთან რაპეს მიღებას ყოველთვის ახლავს ლოცვა.

ყვავილოვანი მცენარე ‘ოქროს კოვზი

კაშინავა Força (ძალა) კაშინავას ტოპმის ერთ-ერთი ცნობილი რამე, მისი ყველა შემადგენელი მცენარე ცნობილი არ არის, საიდუმლოდ არის შენახული. ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია მცენარე რომელიც ცნობილია სახელით მურუჩი (ნანჩე, ან ჩაჩუნგა). რაპე ძალიან მკვეთრი, თითქმის მწველია და შესუნთქვის შემდეგ იწვევს ძლიერი სიმშვიდის, და გონება მახვილი სიცხადის შეგრძნებას.

პირველი შეგრძნება არის ძალიან მწველი, მაგრამ უცებ მოყვება გონების სიცხადე. ეს რაპე ნახველს არ იწვევს, რადგან ძალიან წვრილადაა დაფქვილი. აქვს ანთებით-საწინააღმდეგო თვისებები, და იყენებენ ყელ-ყურის ინფექსიის დროს. წყარო: კაშინავა, ბრაზილია.

ქალები შანენავას ტომიდან, ამაზონის ხანძრების ჩაქრობისათვის მოწყობილი ცერემონიის შემდეგ
ქალები შანენავას ტომიდან

შანენავას კანანეირო -ბრაზილიაში მცხოვრები შანენავას ტომის ყველაზე სასურველი რაპე, რომელიც არომატული მცენარეების ნაზავით კეთდება. სხვა რაპეებისაგან განსხვავებით მას სასიამოვნო გემო მოჰყვება. დღეს, შანენავას ხალხი მხოლოდ 700 მდე ადამიანს ითვლის. პირველი კონტაქტი – 1910-1920 წლებში მოხდა, როდესაც მათი საცხოვრებელი ტყეების მიტაცება მოხდა.

უთამბაქო რაპე

კაშინავას ღიაფერის რაპე (ნისუნი) არის მსუბუქი რაპე, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს. მას რიტუალურად იყენებენ. რაპეს რეცეპტი საიდულოდ არის შენახული. ამ რაპეს ძირითადად იყენებენ ცერემონიის დროს, როდესაც ადამიანი მძიმე მონაკვეთს გადის, უარყობითი ემოციებით დამძიმებულია და ერთგვარი აპათიის შეგრძნებაშია. ასეთ მდგომარეობას კაშინავა “ნისუნ-ს” უწოდებენ, როგორც ცერემონიის ასევე ყოველ დღიური ცხოვრების დროს. ნისუნის დროს ამ რაპეს გამოყენება ადამიანს ეხმარება დაგროვილი შებოჭილობის მოხსნაში. ამ რაპეს იყენებენ თავის ტკივილის, უძილობის, მადის და განწყობის დაკარგვის და გამუდმებული თავბრუსხვევის/უენერგიობის დროს. წყარო: ეს კონკრეტული რაპე დამზადებულია ტარაუკას (აკრის შტატი, ბრაზილია) მახლობლად მცხოვრები კაშინავას მიერ.

დაემატება

რაპე აშოს იგივე მულატი ხის მერქნით

Calycophyllum spruceanum
Calycophyllum spruceanum (აშო/ მულატეირო “მულატი” ხე)

იოპო  (შეიცავს ანადენანტერას)

ნუკინი

აპურინა (მწვანე რაპე)

ცუნუ (Platycyamus regnellii)

რესურსები: სუნთქვის მეთოდები

ტრავმა და სუნთქვა

ამ ვიდეოში ნახავთ ერთ საათიან პროცესს, სადაც იგივე სუნთქვის მეთოდი გამოიყენება როგორც შამანური სუნთქვის დროს (ინგლისურ ენაზე).

ბიოდინამიური სუნთქვის დემონსტრაცია – ძირითადი მეთოდი იგივეა, ანუ წრიული სუნთქვა გამოიყენება (ინგლისურ ენაზე).

ზემოთ ჩამოთვლილი სუნთქვის მეთოდები ძალიან ინტენსიურია. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში სხვა, უფრო ძველ ტექნიკას იხილავთ, რომელიც არანაკლებ ეფექტურია.

შამანური სუნთქვა

შამანური სუნთქვა საკუთარი თავის წვდომის, პატიების, მიღების და გარდაქმნის – ერთ-ერთი უნიკალური მეთოდია, რომელიც არ მოითხოვს გარეგან ჩარევას.

რით შეიძლება დამეხმაროს შამანური სუნთქვის სესია?

ამ მეთოდით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩახედვა, წარსულის, ტკივილის, სირცხვილის, ბრაზის მონანიება, და ცხოვრებაში ახალი მიმართულების აღება. საკუთარ თავში ახალი ძალის და სიახლის აღმოჩენა. ამ პროცესის დროს მოსალოდნელია ძლიერი ემოციებისაგან დაცლა და მათი გამოხატვა ტირილით, ქვითინით, სიცილით, ხარხარით, სიმღერით და ასე შემდეგ.

ხელით ნაკეთი დრამი

რა არის შამანური ელემენტი ამ პროცესში?
მაშინ როდესაც სუნთქვის ეს მეთოდი სხვა მიმდინარეობებშიც გამოიყენება (მაგალითად ჰოლოტროპული სუნთქვის დროს) – შამანური ნაწილი ამ პროცესში არის – მყისიერი – ინტუიტიური სიმღერის და დრამის გამოყენება. სუნთქვისა და დრამის მეშვეობით ადამიანი ტრანსის მდგომარეობაში შედის და იწყებს ძლიერი ემოციების განცდას, ამ დროს ხშირია ხილვები და სხულში მძაფრი შეგრნებების განცდა. ზოგიერთი ამ გამოცდილებას ‘დი-ემ-თით’ მოგზაურობას, ან ცხად სიზმარს ადარებს. ამ პროცესს თან ახლავს ‘ამომღერება’ (calling out for spirits). სიმღერა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ რიტუალის, ის მყისიერად იწყება და ვითარდება იმისდა მიხედვით თუ რა პროცესს გადიან მონაწილეები.ს

ამ პროცესის დროს მოსალოდნელია ძლიერი ემოციებისაგან დაცლა და მათი გამოხატვა ტირილით, ქვითინით, სიცილით, ხარხარით, სიმღერით და ასე შემდეგ. ამ მეთოდით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში (არაცნობიერში) ჩახედვა, წარსულის, ტკივილის, სირცხვილის, ბრაზის მონანიება, და ცხოვრებაში ახალი მიმართულების აღება.

საშიშია თუ არა სუნთქვის ამ მეთოდის გამოცდა?

ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც მყარი ფსიქიკა აქვს და არ განუცდია ძლიერი ფსიქიკური აშლილობა შეუძლია ეს მეთოდი მარტომაც გამოსცადოს. ინტერნეტში იპოვით სხვადასხვა რჩევებს, და ვიდეოებს, რომელიც ხსნის ბიოდინამიურ, ჰოლოტროპულ თუ შამანური სუნთქვის მეთოდს.

გირჩევთ ყოველთვის გყავდეთ თან ერთგული ადამიანი, რომელიც პროცესის დროს თქვენი თანამხედველი იქნება.

სუნთქვითი ასეთი ძლიერი მეთოდების დროს ადამიანების უმრავლესობას სჭირდება შეხსენება რომ ისუნთქონ, და ასევე გარკვეულ პროცესში დახმარება. მხოლოდ გამოცდილმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს პროცესი მეგობრის, ან თანამხილველის დახმარების გარეშე.

რა დროს არ შეიძლება შამანური სუნთქვა?

შემდეგი მდგომარეობების დროს შამანური სუნთქვის გავლა არ არის სასურველი:

  • ბრონქული ასთმა
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადება
  • პანიკის შეტევების (პანიკური აშლილობის) ისტორია
  • ეპილეფსიური შეტევის ისტორია/შემთხვევა
  • მემკიდრეობით ანევრიზმის ისტორია/შემთხვევა
  • ორსულობის დროს

ჩემი გამოცდილება
ჩემთვის ამ მეთოდით გამოწვეული საკუთარი თავის წვდომა, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე ფსიქოდელიური მოგზაურებები ფსიქოტროპული მცენარეებით ან ნივთიერებებით. მას შემდეგ მას ადამიანებს ვუზიარებ, სივრცეს ვდარაჯობ და ვმღერი ამ პროცესის დროს.

შამანური სუნთქვის სესია

ინდივიდუალური შამანური სუნთქვა გაგრძელდება 2 საათს, ჯგუფური 3 საათს. ჯგუფის სიდიდე არ აღემატება 5 ადამიანს. პროცესი მოიცავს: ახსნას და მომზადებას, სუნთქვის ერთ-საათიან პროცესს, და გამოცდილების გაზიარება/ინტეგრირებას. პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლებელია რაპეს გაზიარება რომელსაც ძლიერი გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს.

შამანური სუნთქვის გამოსაცდელად შეავსეთ ფორმა .

ჰოლოტროპული სუნთქვა და შამანური სუნთქვა

ხშირად მეკითხებიან, ჰგავს ან კავშირშია თუ არა შამანური სუნთქვა ჰოლოტროპულ სუნთქვასთან, რომელიც სტანისლავ გროფისა და მისი მეუღლის მიერ დაპატენტებული სუნთქვითი თერაპიის მეთოდია.

სუნთქვის მეთოდი: პრაქტიკულ დონეზე – ორივე მეთოდში გამოიყენება მსგავსი (სწრაფი) რიტმული სუნთქვა. ჰოლოტროპულ ჯგუფებში გვხვდებიან ‘სითერები და მსუნთქავები’ და მონაწილეთა რიცხვი ხანდახან 50-ს აღწევს. შამანური წრე უფრო პატარა და ინტიმურია, ის არ აღემატება 5-10 ადამიანს და ერთი მედიატორი ჰყავს.

პროცესის ხანგრძლივობა: ტრადიციული ჰოლოტროპული სესია 12 საათს გრძელდება და 3 საათიანი სუნთქვის სესიებს მოიცავს. შამანური წრე უფრო ხანმოკლეა მაგრამ ინტენსიური, ის 3 საათს არ აღემატება.

პროცესის მიმდინარეობა: განსხვავებაა მუსიკაში. შამანურ წრეს თან სდევს რიტმული დრამი და რიტუალური სიმღერის შესრულება, რომელიც მყისიერად სრულდება მონაწილეების პროცესის მიხედვით. ჰოლოტროპულ ჯგუფებში უფრო ხშირად შეხვდებით თანამედროვე ელექტრონული და ეთნიკური მუსიკის ჩანაწერს.

გამოცდილების ინტეგრაცია: ჰოლოტროპული სუნთქვის შემდეგ ხატვით (მაგალითად მანდალის დახატვით) ხდება გამოცდილების ინტეგრირება. შამანური სუნთქვის დასრულების შემდეგ მე მონაწილეებს რაპეს ვუზიარებ.

ეფექტურობა: სუნთქვის ეს მეთოდები ერთი ხის სხვადასხვა ტოტებია; იქნება ეს ჰოლოტროპული, ბიო-დინამიური, თუ შამანური. ისინი საკუთარი თავის წვდომის, პატიების, და შეცვლის ეფექტური საშუალებებია; გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ შემხვედრია ადამიანი ვისაც მათი გამოცდის შემდეგ სხვაგვარად ეფიქროს.

დანამატი: ჩემი აზრით. სუნთქვის ასეთი სესიით გამოწვეული გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმული შეიძლება გახდეს ადამიანისათვის რათა ცხოვრებაში ცვლილებები დანერგოს. გამოცდილება იმდენად მძაფრია რომ ძირეულ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ასეთი რიტუალების შედეგად მიღებული შემეცნება მხოლოდ დროებით გვაჩვენებს იმას, რასაც ყოველღიური ფიზიკური (და სულიერი) ვარჯიშით, დისციპლინით, შეუძლია ადამიანს გაითავისოს. სუნთქვითი თერაპია ყველა ადამინისათვის ხელმისაწვდომია.

ემი გამოცდილება:
შამანური სუნთქვის მეთოდი მასწავლეს კამბოს დიეტის დროს; ჩემთვის ამ მეთოდით გამოწვეული საკუთარი თავის წვდომა, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე რომელიმე ფსიქოტროპული მცენარეებით ან ნივთიერებებით მოგზაურობა. მას შემდეგ მას ადამიანებს ვუზიარებ, სივრცეს ვდარაჯობ და ვმღერი ამ პროცესის დროს. სიმღერა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ რიტუალის, ის მყისიერად იწყება და ვითარდება იმისდა მიხედვით თუ რა პროცესს გადიან მონაწილეები.

როგორ ხდება წამლის დატანა?

ტამში, იგივე ტამიში (Tamishi) ხის ღეროა, რომლის მეშვეობითაც კანის ზედაპირი იწვება, და კეთდება ჭიშკრები. ჭიშკრებში დაიტანება წამლის თითო წვეთი.

ტამში სხვადასხვა სისქის გვხვდება, რის გამოც კანზე დატანილი კამბოს წერტილების რაოდენობა განსხვავდება. კამბოს ჭიშკრები დროთა განმავლობაში ფერმკრთალი ხდება, მაგრამ ადამიანს მათი გარჩევა მაინც შეუძლია.

კამბოს ცერემონია

კამბოს ცერემონია დაახლოებით 1-2 საათს გრძელდება და მოიცავს: კანის მომზადებას, წამლის დატანას და (ღრმა) წმენდას. სესიის შემდეგ სასურველია დასვენება.

აუცილებელია ცერემონიამდე 12 საათი – შიმშილობა (ყველანაირი მყარი და თხევადი საკვებისაგან თავის შეკავება). მიიღეთ მხოლოდ სუფთა სასმელი წყალი ან მცენარეული (უკოფეინო) ჩაი.

  • ცხიმიანი, დამუშავებული, და ხორციანი საკვების
  • ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებებისა*, და
  • სექსუალური აქტივობისაგან თავის შეკავება.