გამოკვებე შენი დემონები

დემონი არის ყველაფერი რაც ძალას გართმევს და გიშლის ხელს იყო თავისუფალი.

ლამა ცულტრიმ ალიონე

გამოკვებე შენი დემონები (Feeding Your Demons®) არის წარმოსახვის (ვიზუალიზაციის) გამოყენებით მედიტაციური პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც უარყოფითად აღქმული ენერგიის, მოვლენებისა და გამოცდილების გარდაქმნა (და გათავისუფლება) ხდება.

“დემონი” ამ პრაქტიკაში ნიშნავს ნებისმიერ შინაგან თუ გარეგან ძალას, რომელიც ადამიანს ხელს უშლის იყოს თავისუფალი და ბედნიერი. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ტკივილი, ან დაავადება, მაგრამ ასევე განცდები და ემოციები: შიში, ბრაზი, მარტოობა, ეჭვიანობა, უნდობლობა, მაგრამ ასევე დაღლილობა, დამოკიდებულება (მიჯაჭვულობა) იქნება ეს ადამიანზე, რაიმე სუბსტანციაზე თუ სამსახურზე.

დემონის ასეთი გაგება განსხვავდება აბრაჰამულ რელიგიებში მიღებული განმარტებებისაგან, სადაც ის ბოროტ-ეშმაკეულ ძალასთან ასოცირდება. ამ მეთოდში, დემონი – არ არის რაიმე გარეგანი ბოროტი ძალა, არამედ ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში ვებრძვით, ვერ ვიღებთ, და შედეგად ის ენერგიას გვართმევს და ტანჯვად აღვიქვამთ.

ეს მეთოდი ლამა ცულტრიმ ალიონემ (Lama Tsultrim Allione) შექმნა. ის მე-11-ე საუკუნის ცნობილი იოგის მაჩიგ(კ) ლაბდრონის მემკვიდრეობის გამგრძელებლად (განსახიარებად) არის აღიარებული.

გამოკვებე შენი დემონები თერაპევტული და ასევე სულიერი პრაქტიკაა. მისი მიზანია, უარყოფითად აღქმული ენერგიის ტრანსფორმაცია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვენი დემონების – ჩვენივე მოკავშირეებად გადაქცევა.

როდესაც პრობლემას, რომელიც მთელ ძალას გვართმევს გარდავქმნით – უსაზღვრო ენერგია თავისუფლდება და ის რესურსი რაც საკუთარ თავთან ბრძოლაში იხარჯებოდა, შეგვიძლია ჩვენი და ჩვენი ახლობლების კეთილდღეობისათვის ქმედებაში გადავიტანოთ.

სხვა მეთოდებისაგან გასხვავებით “გამოკვებე შენი დემონები” არის ნელი და ძირეული პროცესი, რომელიც სიმპტომების სწრაფ გაქრობაზე არ არის ორიენტირებული, არამედ ღრმა ცვლილებისაკენ არის მიმართული.

თუ გაქვს სურვილი პრაქტიკა ისწავლოთ ან გამოსცადოთ მომწერეთ bodhicitta@riseup.net მე ამ პრაქტიკას ინგლისურ ენაზე ვიზუარებ მვურველებს და პერიოდულად ქართულადაც ვასწავლი.

მაჩიგ ლაბდრონი

ამ მეთოდის გაზიარების უფლება მაქვს ლამა ალიონესაგან მონიჭებული. სამი წლის წინ ეს მეთოდი ვისწავლე ლოპონ შარლოტე როტერდამელისა და პიტერ ოსტჰაუზენის დახმარებით. 2023 მარტის თვიდან ვარ ტარა მანდალას ცენტრის პროგრამაში მასწავლებლის თანაშემწე.