კაშინავას კუმარუ – ძლიერი, ინტენსიური, მუქი რაპე, რომელიც შეიცავს ხე კუმარუ მერქანს და თამბაქოს. იწვევს ხანმოკლე ტრანსის მდგომარეობას და ძლიერ წმენდას. წყარო: კაშინავა (იგივე ჰუნი-კუი) მკვიდრი მოსახლეობა ერთ-ერთი დიდი აბორიგენი ტომია, რომელიც გადარჩენილი აბორიგენი მოსახლეობის 42%-ს შეადგენს პერუში. რაპეს კაშინავა ცერემონიისათვის იყენებენ, ბუნების (ჯუნგლის) სულებთან კავშირის საგრძნობლად, გონების გასაწმენდად. კაშინავასთან რაპეს მიღებას ყოველთვის ახლავს ლოცვა.

ყვავილოვანი მცენარე ‘ოქროს კოვზი

კაშინავა Força (ძალა) კაშინავას ტოპმის ერთ-ერთი ცნობილი რამე, მისი ყველა შემადგენელი მცენარე ცნობილი არ არის, საიდუმლოდ არის შენახული. ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია მცენარე რომელიც ცნობილია სახელით მურუჩი (ნანჩე, ან ჩაჩუნგა). რაპე ძალიან მკვეთრი, თითქმის მწველია და შესუნთქვის შემდეგ იწვევს ძლიერი სიმშვიდის, და გონება მახვილი სიცხადის შეგრძნებას.

პირველი შეგრძნება არის ძალიან მწველი, მაგრამ უცებ მოყვება გონების სიცხადე. ეს რაპე ნახველს არ იწვევს, რადგან ძალიან წვრილადაა დაფქვილი. აქვს ანთებით-საწინააღმდეგო თვისებები, და იყენებენ ყელ-ყურის ინფექსიის დროს. წყარო: კაშინავა, ბრაზილია.

ქალები შანენავას ტომიდან, ამაზონის ხანძრების ჩაქრობისათვის მოწყობილი ცერემონიის შემდეგ
ქალები შანენავას ტომიდან

შანენავას კანანეირო -ბრაზილიაში მცხოვრები შანენავას ტომის ყველაზე სასურველი რაპე, რომელიც არომატული მცენარეების ნაზავით კეთდება. სხვა რაპეებისაგან განსხვავებით მას სასიამოვნო გემო მოჰყვება. დღეს, შანენავას ხალხი მხოლოდ 700 მდე ადამიანს ითვლის. პირველი კონტაქტი – 1910-1920 წლებში მოხდა, როდესაც მათი საცხოვრებელი ტყეების მიტაცება მოხდა.

უთამბაქო რაპე

კაშინავას ღიაფერის რაპე (ნისუნი) არის მსუბუქი რაპე, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს. მას რიტუალურად იყენებენ. რაპეს რეცეპტი საიდულოდ არის შენახული. ამ რაპეს ძირითადად იყენებენ ცერემონიის დროს, როდესაც ადამიანი მძიმე მონაკვეთს გადის, უარყობითი ემოციებით დამძიმებულია და ერთგვარი აპათიის შეგრძნებაშია. ასეთ მდგომარეობას კაშინავა “ნისუნ-ს” უწოდებენ, როგორც ცერემონიის ასევე ყოველ დღიური ცხოვრების დროს. ნისუნის დროს ამ რაპეს გამოყენება ადამიანს ეხმარება დაგროვილი შებოჭილობის მოხსნაში. ამ რაპეს იყენებენ თავის ტკივილის, უძილობის, მადის და განწყობის დაკარგვის და გამუდმებული თავბრუსხვევის/უენერგიობის დროს. წყარო: ეს კონკრეტული რაპე დამზადებულია ტარაუკას (აკრის შტატი, ბრაზილია) მახლობლად მცხოვრები კაშინავას მიერ.

დაემატება

რაპე აშოს იგივე მულატი ხის მერქნით

Calycophyllum spruceanum
Calycophyllum spruceanum (აშო/ მულატეირო “მულატი” ხე)

იოპო  (შეიცავს ანადენანტერას)

ნუკინი

აპურინა (მწვანე რაპე)

ცუნუ (Platycyamus regnellii)

ავტორი: ლელა მოსე

'დაე იყოს ბედნიერი ყველა ხილული თუ უხილავი'

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.