მაკა

“ჩემი კამბოს გამოცდილებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, პირველმა ცერემონიამ უფრო მსუბუქად, სწრაფად და მარტივად ჩაიარა, შემდეგი ორი დღის განმავლობაში გონება ძალიან მსუბუქად მუშაობდა და ძალიან დამეხმარა ძველი ნივთების გადაყრაში, რომლებსაც წლები ვერ ვიმეტებდი გადასაგდებად, ისეთებსაც კი, რომელსაც არასდროს გამოვიყენებდი. სხეულებრივმა განწმენდამ ჩემს კარადებშიც გადაინაცვლა და ჩემდაუნებურად მაპოვნინა ძალა მარტივად დავმშვიდობებოდი ბევრ ძველ, უსარგებლო ნივთს და იდეას.  […]

დავით ნ.

რა ცვილებები იგრძენი კამბოს შემდეგ? “ცვლილებას ვერ დავარქმევ, ალბათ ეს რევოლუცია უფროა, ტრანსფორმაციის უზარმაზარი ენერგიაა. ასეთი გამბედაობა, ასეთი პრინციპულობა, მიზანმიმართულობა, სიმყარე კაი ხანია არ მიგრძვნია. თითქოს თვალები ამეხილა და დავინახე ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხედავდი. ყველაფერს გვერდიდან ვუყურებ, ყველაფერს ძალიან განსხვავებულად, ახლებურად და სხვანაირად ჯანსაღად აღვიქვამ. ფიზიკურადაც მეტი ენერგია მაქვს და ფსიქიკურადაც. პრობლემებიც, […]

ეკატერინე

“ცვლილებები რაც ვიგრძენი იყო გამძაფრებული შეგრძნებები. სახლში ისეთ სუნებს ვგრძნობ რაც აქამდე არ მიგრძვნია, და გარეთაც პრინციპში. ვარჯიში გახდა თითქოს სხვანაირი შეგრძნებების დონეზე, ტაიჩიც და იოგაც. განსაკუთრებული ენერგიის მოზღვავება არ მიგრძვნია სხვათაშორის..”