რაპეს ნაირსახეობები

კაშინავას კუმარუ – ძლიერი, ინტენსიური, მუქი რაპე, რომელიც შეიცავს ხე კუმარუს მერქანს და თამბაქოს. იწვევს ხანმოკლე ტრანსის მდგომარეობას და ძლიერ წმენდას. წყარო: კაშინავა (იგივე ჰუნი-კუი). პერუს მკვიდრი მოსახლეობის ერთ-ერთი დიდი ჯგუფი, რომელიც გადარჩენილი აბორიგენი მოსახლეობის 42%-ს შეადგენს. კაშინავა ამ რაპეს ცერემონიისათვის იყენებენ. კაშინავასთან რაპეს მიღებას ყოველთვის წინ უძღვის სულის მოხმობა და ლოცვა.

ყვავილოვანი მცენარე ‘ოქროს კოვზი

კაშინავა Força (ძალა) კაშინავას ტომის ერთ-ერთი ცნობილი რაპეა; მის სრული შემადგენლობა საიდუმლოდ არის შენახული. ცნობილია მთავარი ინგრედიენტი – რომელიც არის მცენარე სახელად მურუჩი (ნანჩე, ან ჩაჩუნგა). ეს რაპე ძალიან მკვეთრი, თითქმის მწველია და შესუნთქვის შემდეგ იწვევს გონების მყისიერი დუმილის, სიმშვიდის, და მახვილი სიცხადის შეგრძნებას.

ეს რაპე ნახველს არ იწვევს, რადგან ძალიან წვრილადაა დაფქვილი. აქვს ასევე ანთებით-საწინააღმდეგო თვისებები და იყენებენ ყელ-ყურის ინფექსიის დროს. წყარო: კაშინავა, ბრაზილია.

ქალები შანენავას ტომიდან, ამაზონის ხანძრების ჩაქრობისათვის მოწყობილი ცერემონიის შემდეგ
ქალები შანენავას ტომიდან

კანანეირო -ბრაზილიაში მცხოვრები შანენავას ტომის ყველაზე ცნობილი რაპე, რომელიც არომატული მცენარეების ნაზავით კეთდება. სხვა რაპეებისაგან განსხვავებით მას სასიამოვნო გემო მოჰყვება. დღეს, შანენავას ხალხი მხოლოდ 700 მდე ადამიანს ითვლის. პირველი კონტაქტი – 1910-1920 წლებში მოხდა, როდესაც მათი საცხოვრებელი ტყეების მიტაცება მოხდა.

კაშინავას ღიაფერის რაპე (ნისუნი) არის მსუბუქი რაპე, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს. ამ რაპეს ძირითადად იყენებენ ცერემონიის დროს, როდესაც ადამიანი მძიმე მონაკვეთს გადის, უარყობითი ემოციებითაა დამძიმებული და აპათიის შეგრძნებაშია. ასეთ მდგომარეობას კაშინავა “ნისუნ-ს” უწოდებენ, როგორც ცერემონიის ასევე ყოველ დღიური ცხოვრების დროს. ნისუნის დროს ამ რაპეს გამოყენება ადამიანს ეხმარება შებოჭილობის მოხსნაში. ამ რაპეს ასევე იყენებენ თავის ტკივილის, უძილობის, მადის და განწყობის დაკარგვის, და გამუდმებული თავბრუსხვევის/უენერგიობის დროს. წყარო: ეს კონკრეტული რაპე დამზადებულია ტარაუკას (აკრის შტატი, ბრაზილია) მახლობლად მცხოვრები კაშინავას მიერ.

ხე იოპოს ნერგი  (შეიცავს ანადენანტერას)

დაემატება: აპურინა, მულატეირო, ცუნუ