
კამბო, ძლიერი წამალია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს გათავისუფლდეს დაგროვილი უარყოფითი გამოცდილებისაგან და გაიაროს ძირეული ფიზიკური და ენერგეტიკული წმენდა.
კამბო სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის ტყეში მცხოვრები ხის გიგანტური ბაყაყია (ლათ: phyllomedusa bicolor). მის სეკრეციას ამერიდიანელი ხალხები წამლად, განსაკურებულ წამლად, იყენებენ. კამბოს ასევე უწოდებენ საპოს (sapo – ესპანურად გომბეშოს ნიშნავს), და აკატეს (მატსეს ხალხის მშობლიურ ენაზე).
დღეს, კამბოს იყენებენ როგორც ალტერნატიულ თერაპიას: ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის; ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ან სხვა დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლების, ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის დასაძლევად.

კამბოს რიტუალი
სესია დაახლოებით 1-2 საათს გრძელდება და მოიცავს: წინასწარ მომზადებას, კანის დამუშავებას, წამლის დატანას და ღრმა წმენდას. კანზე წამალი დაიტანება ტამშით . პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანები შვებას გრძნობენ და მალევე აქვთ მოზღვავებული ენეგიის შეგრძნება.
როგორ შეიძლება კამბოს რიტუალის თბილისში გავლა?

კამბო ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული წამალია, რომელიც ადამიანს აძლევს გამბედაობას და ამტანობას საკუთარ თავს შეხედოს და საჭირო ცვლილებები გაატაროს. ის სულს უბრუნებს დაკარგულ ადამიანს.