დღეს კამბოს იყენებენ როგორც ალტერნატიულ თერაპიას სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების დასაძლევად.

მათ შორის;

* ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდის,

* იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის,

* ნარკოტიკული ნივთიერებების ან სხვა დამოკიდებულებებისაგან გასათავისუფლებლად,

* ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის დასაძლევად.

კამბოს მოხმარება დღევანდელ მსოფლიოში ისევე განიცდის კომერციალიზაციას როგორც ყველა სხვა სულიერი თუ მატერიალური ღირებულება. მძიმე ვითარებაა წამლის შეგროვების მხრივ, და გვხვდება არაკეთილსინდისიერი პრაქტიკებიც, როდესაც წამლის აღების დროს ბაყაყს ზიანს აყენებენ. პროცესი უკვე მძიმეა, რადგან ამის შემდეგ ბაყაყს 3 თვე სჭირდება რომ ძალა აღიდგინოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია პირადად ვიცოდე ვინ შეაგროვა ის და როგორ პირობებში. კამბო რომელსაც მე ცერემონიის დროს ვიყენებ, შეგროვებულია მატსეს ტომის მკვიდრი მაესტრო რობინსონის და მისი ოჯახის წევრების მიერ.